საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა გაზიანთეფის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფში ბოლო, მე–6 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც XI-XII ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე პარალელურ ჯგუფში მე–5 ადგილზე გასული პუერტო–რიკო გახლდათ, რომელტანაც ქართველებმა ვერაფერი გააწყვეს და 27 ქულით წააგეს. ჩვენს ნაკრებს 17 ქულით ნუგზარ აბულაძემ ულიდერა, მეორე ლიდერმა, ბექა დარახველიძემ, 8 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
ქართველი 16–წლამდელები გაზიანთეფში ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავენ. მე–11 ადგილისთვი მატჩში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 62:50 მოუგეს.გუნდი ირანს შეხვდება. სხვათა შორის, ირანი ჩვენს
ჯგუფში იყო და მე–5 ადგილზე გავიდა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში რუმინეთთან დამარცხდა და საქართველოს ხვდება. პირველი შეხვედრა ირანელებმა საქართველოს ჯგუფში 62:50 მოუგეს.
პუერტო რიკო – საქართველო 75:48
21:14, 11:11, 21:13, 22:10
საქართველო: ბოლქვაძე (4 ქ.), ლილუაშვილი (8 ქ. 5 ჩ.), კობალავა (2 ქ.), აბულაძე (17 ქ.), დარახველიძე (8 ქ. 12 მ.), ღურწკაია, ჭიხვარია (9 ქ. 7 მ.), ლომთაძე.