ქართული ლეგიონი

ტაირონ ელისის 23 ქულა ფუენლაბრადასთან
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)

ტაირონ ელისი საუკეთესო იყო თავის გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში “ფუენლაბრადასთან”, მაგრამ მისი 23 ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. საქართველოს ნაკრების წევრმა 32 წუთში 23 ქულა დააგროვა და 12 სამქულიანიდან 6 გამოიყენა. ამასთან ერთად, მის ანგარიშზე 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 20 მატჩი, 6:14, XVI ადგილი.ტაირონ ელისი: 20 მატჩი (20 სასტარტოში), 12.8 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.5 შედეგიანი გადაცემა.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და მისმა “ტერამომ” მორიგი ტურის მატჩში გასვლაზე ლიგის აუტსაიდერი, “ვარეზე” 88:79 დაამარხეს.საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მიმდინარე რეგულარულში თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ნიკა მოედანზე 33 წუთს იმყოფებოდა და 13 საშუალო სროლიდან 7 გამოიყენა, რასაც 9 მოხსნა დაურთო. მან სამივე სამქულიანი გააფუჭა. ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები, “ტერამოს” მოთამაშები 15 ქულას (68:53) იგებდნენ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 22 მატჩი, 10:12, X ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 22 მატჩი (22 სასტარტოში), 10.6 ქულა, 4.9 მოხსნა, 0.7 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მორიგი გამარჯვება მოიპოვა უკრაინის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”. გუნდმა გასვლაზე 98:77 “პულსარი” დაამარცხა. მარკოიშვილმა შეხვედრა შემდეგი სტატისტკით დაასრულა – 17 წუთი, 13 ქულა, 5/3 ზუსტი სამქულიანი, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. მის გუნდში ყველაზე შედეგიანი პუ ჯიტერი იყო, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კიევი: 16 მატჩი, 16:0, I ადგილი.