ქართული ლეგიონი

ქართული ლეგიონი

NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი) “ატლანტამ” მილუოკიში ითამაშა და 95:103 დამარაცხდა. წაგების მიუხედავად, სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და საბოლოოდ, 14 წუთში 4 ქულა და 6 მოხსნა შესძინა გუნდს. ზაზამ თამაშიდან 5-დან 2 სროლა გამოიყენა. ფაჩულია ნელ-ნელა იბრუნებს ჩვეულ ფორმას და მალე თავის საშუალო მაჩვენებლებსაც უნდა გაუტოლდეს.  “ჰოქსის” რიგებში კი 38 ქულით ჯოშ სმიტი გამოირჩა, რომელმაც ასევე 3 დაფარება გააკეთა.
ატლანტა ჰოქსი: 9 მატჩი, 3:6, IV ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში.
ზაზა ფაჩულია: 4 მატჩი (3 სასტარტოში), 15.5 წუთი, 6.5 ქულა, 4.8 მოხსნა, 0.8 ჩაჭრა, 0.8 დაფარება.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელმაც 25 ქულით “ტერამოში” პირადი რეკორდი დაამყარა და თავის გუნდშიც საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა 14 საჯარიმო ტყორცნიდან მხოლოდ 2 ვერ გამოიყენა და თამაშიდან 10-დან 6 სროლა შეასრულა ზუსტად. მის ანგარიშზე ერთი ზუსტი სამიანიც იყო. ქართველზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა კლეი ტაკერმა (35) გააკეთა, თუმცა ნაყოფიერების კოეფიციენტის მხრივ ნიკასა და ტაკერს იდენტური მაჩვენებელი (31) ჰქონდათ და +/- თუ გავითვალისწინებთ, ნიკამ (+18) ტაკერს (+9) აჯობა. სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნიკას თამაშიდან საშუალო სროლების 57.3 პროცენტი აქვს გამოყენებული.
ტერამო: 10 მატჩი, 6:4, IV ადგილი.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 10 მატჩი (10 სასტარტოში), 12.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 1.1 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისის გუნდი გასვლაზე “მენორკასთან” 80:102 დამარცხდა, თუმცა ტაირონმა ეს შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატრა და საბოლოოდ, 18 ქულით ჩაამთავრა მატჩი. ელისმა 36 წუთში 7 სამქულიანიდან 4 გამოიყენა და აარონ მაილზთან ერთად თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახდა. 6 მოხსნით იგი “კახასოლში” საუკეთესო იყო და ბოლო რამდენიმე ტურია, ძალიან მაღალი დონის კალათბურთს თამაშობს.
კახასოლი: 8 მატჩი, 2:6, XV ადგილი.
ტაირონ ელისი: 8 მატჩი (8 სასტარტოში), 13.1 ქულა, 2.9 პასი, 3.0 მოხსნა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე) 
ვლადიმერ ბოისამ მოსკოვის “დინამოსთან” შეხვედრაში 9 ქულა კი დააგროვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის და მატჩი ფავორიტმა, “დინამომ” 88:81 მოიგო. ბოისამ საბოლოოდ, თამაშიდან 8-დან 3 სროლა გამოიყენა და ერთი მოხსნით დაასრულა შეხვედრა.
სპარტაკ-პრიმორიე: 8 მატჩი, 3:5, IX ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)

მანუჩარ მარკოიშვილი “ბუდიველნიკთან” შეხვედრის დღეს 21 წლის გახდა და აღნიშნული თარიღი მორიგი, დამაჯერებელი გამოსვლით აღნიშნა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მონაგარი შემდეგი იყო – 19 წუთი, 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. შეხვედრა თავიდან ბოლმდე მარკოიშვილის გუნდის, ბ.კ. კიევის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, დასრულდა ჩემპიონატის ლიდერის გამარჯვებით, 85:49.
ბ.კ. კიევი: 6 მატჩი, 6:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ულოცავს მანუჩარ მარკოიშვილს დაბადების დღეს (მანუ 17 ნოემბერს 21 წლის გახდა)  და წარმატებულ კარიერას უსურვებს.