ქართული ლეგიონი

ვლადიმერ ბოისას დამაჯერებელი თამაში პანიონიოსის წინააღმდეგ
NBA
ზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
სამწუხაროდ, ამჯერადაც მინიმალურად მიეცა თავის გამოცენის საშუალება “ატლანტისა” და საქართველოს ნაკრების ცენტრს, ზაზა ფაჩულიას. რეგულარულის ლიდერთან, “სელტიქსთან” გასვლით მატჩში მან 16 წუთში თამაშიდან 4/1 სროლა გამოიყენა და შეხვედრა 3 ქულითა და 4 მოხსნით, ასევე 1 ზუსტი პასით დაასრულა. მან ასევე სამი პერსონალური შენიშვნა მიიღო. ორივე გუნდში 30 ქულით ყველაზე შედეგიანი “ბოსტონის” კაპიტანი პოლ პირსი იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 57 მატჩი, 24:33, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, მეცხრე ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 4 მარტი (საკუთარ მოედანზე, “გოლდენ სტეიტი”).
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
იტალიის ჩემპინატის მორიგ ტურში, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა “ტერამოს” 10 წუთში მხოლოდ 2 ქულა შემატა, თამაშიდან 4-ში ერთადერთი სროლა გამოიყენა, მისი გუნდი კი დამარცხდა “სკაფატისთან” 75:95.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო “სკაფატის” წევრი ფრენკ უილიამსი, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით (ასევე 6 მოხსნით) დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 25 მატჩი, 11:14, XIII ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 25 მატჩი (25 სასტარტოში), 10.6 ქულა, 4.6 მოხსნა, 0.8 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
უკრაინის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა” საკუთარ მოედანზე “ნიკოლაევი” 121:77 გაანადგურა და კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობს.
მარკოიშვილი თავისი გუნდის კიდევ ერთ ლიდერ, მარკუს ფაისონთან ერთად, 18 ქულით “კიევის” საუკეთესო მექულე გახდა და საქართველოს ნაკრბეის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს 26 წუთში გააკეთა. მანუჩარმა 5 სამქულიანიდან 3 გამოიყენა და მის ანგარიშზე ასევე 4 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კიევი: 19 მატჩი, 19:0, I ადგილი.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)

ვლადიმერ ბოისამ თავის გუნდს 9 ქულა შესძინა, ხოლო “არისმა” კი “პანიონიოსი” 73:61 დაამარცხა და კვლავაც დამაჯერებლად ინარჩუნებს მესამე ადგილს.
გორდონ ჰერბერტის გუნდი მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა, თუმცა მეტოქემ გაიბრძოლა და ანგარიში მინიმუმამდე (56:57) შეამცირა, რასაც ბოისას მნიშვნელოვანი სამიანი და დაცვაში აღებული მოხსნა მოჰყვა. “არისი” მალევე 9 ქულით დაწინაურდა და შეხვედრა დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანა.
მატჩის მიმოხილვას აქ იხილავთ.
არისი: 17 მატჩი, 12:5, III ადგილი.