ქართული ლეგიონი ევროლიგაში

ქართული ლეგიონი ევროლიგაში

ტაირონ ელისის ბენეფისი
გრძელდება ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი. B ჯგუფში მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ” თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და შინ თელ ავივის “მაკაბი” 77:75 დაამარცხა. მანუს ანგარიშზე 36 წუთში 13 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. მან თამაშიდან 11-დან 5 სროლა გამოიყენა. “ოლიმპიას” 13 მატჩის მერე 4 მოგება აქვს. C ჯგუფში ტაირონ ელისის “ნაპოლიმ” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. იტალიელებმა ამჯერად გასვლაზე დამატებით დროში “ფენერბაჰჩე” 93:88 დაამარცხეს. ეს იყო ელისის საუკეთესო მატჩი ამ ტურნირზე. საქართველოს ნაკრების წევრმა 7 სამქულიანიდან 6 გამოიყენა და 29 ქულა დააგროვა. მან ასევე 34 ბონუს-შეფასება მიიღო. Mის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა იყო. “ნაპოლის” 6 მოგება და 7 წაგება აქვს.