ქართული ლეგიონი ევროლიგაში

ქართული ლეგიონი ევროლიგაში

ლიუბლიანის “ოლიმპია”, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება, B ჯგუფის მორიგ შეხვედრაში ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერთან, დაუმარცხებელ “პანათინაიკოსთან” 74:83 დამარცხდა და 10 მატჩის მერე მხოლოდ 2 მოგებით ბოლო ადგილზე იმყოფება. მანუ ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში. მან 5 სამქულიანიდან 3 გამოიყენა და 34 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზი” კი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა და 58:78 დამარცხდა. Eტორე მესინას ცსკა მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, ჰერბერტის გუნდს კი 10 მატჩის მერე 5 მოგება აქვს და ჩ ჯგუფში პირველ ნახევარში არის. Fრანგულ გუნდში 12 ქულით ყველაზე შედეგიანი კლინტ ჰარისონი იყო. ბოლოს კი, ტაირონ ელისისა და მისი “ნაპოლის” მატჩიც ვახსენოთ. ჩვენი ნაკრების ამერიკელმა მსროლელმა “არისთან” 72:80 წაგებულ შეხვედრაში თავი 15 ქულით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ჩაჭრით გამოიჩინა. “პოს” ჯგუფში მყოფ “ნაპოლის” 3 მოგება აქვს.