ქართული ლეგიონი ევროლიგაში

დასრულდა ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი. სამწუხაროდ, 16 საუკეთესო გუნდში გასვლა ვერ მოახერხეს ტაირონ ელისის “ნაპოლიმ” და მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ”. სამაგიეროდ, აგრძელებს ბრძოლას გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზი”, რომლის მეტოქის ვინაობაც 5 თებერვალს ბარსელონაში გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.
მარკოიშვილის “ოლიმპიამ” გასვლაზე ესპანური “ხუვენტუდი” 86:82 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე კი 36 წუთში (ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი) 17 ქულა (6-დან 3 ორიანი, 5-დან 3 სამიანი), 3 პასი, 2 მოხსნა და 2 პასი იყო. მან ერთადერთი შეცდომა დაუშვა, მარკოიშვილზე კი ოპონენტები შვიდჯერ დაჯარიმდნენ. მარკოიშვილმა შეხვედრა 14 საბონუსო ქულით დაასრულა.
ხუვენტუდი – ოლიმპია 82:86 (24:17, 20:26, 22:19, 16:24)