ქართული ლეგიონი ევროპაში

იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
დაძაბული შეხვედრა მოიგო ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამომ”, რომელმაც გასვლაზე დამატებით დროში დაამარცხა “კანტუ” 88:87. ნიკასთვის ეს არ ყოფილა სეზონში გამორჩეული შეხვედრა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 23 წუთში 4 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა და თამაშიდან 6-დან 4 სროლა (2/0 სამიანი) ვერ გამოიყენა. ცქიტიშვილის გუნდში კი მაჯერადაც სეუდარებელი იყო კლეი ტაკერი, ვისი მონაგარიც 29 ქულა და 6 მოხსნა გახლდათ. “ტერამო” კვლავ ლიდერთა ჯგუფში იმყოფება.
კანტუ – ტერამო 87:8815:20, 25:13, 19:28, 19:17, 9:10კანტუ: ვუდი (22 ქ. 4 პ), ფრენსისი (15 ქ. 15 მ), აბუკარი (14 ქ. 3 მ), მაცარინო (14 ქ. 3 მ), დ. ბრაუნი (11 ქ. 8 მ).ტერამო: ტაკერი (29 ქ. 6 მ), პოეტა (16 ქ. 4 მ), ბ. ბრაუნი (15 ქ. 15 მ), ვანგო (10 ქ. 4 მ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (23 წუთი, 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი).
ტერამო: 7 მატჩი, 5:2 (II ადგილი).
ნოკოლოზ ცქიტიშვილი: 7 მატჩი (7 სასტარტოში), 10.4 ქულა, 5.3 მოხსნა, 1.4 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისის “კახასოლმა” ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა შინ 84:73 “ბეგარ ლეონი” დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრმა 35 წუთში თამაშიდან 10 სროლიდან 5 გამოიყენა და შეხვედრა 12-ქულიანი ნაყოფიერების კოეფიციენტით დაასრულა.
კახასოლი – ბეგარ ლეონი 84:7327:21, 21:19, 16:20, 20:13კახასოლი: იგნერსკი (15 ქ. 2 მ), ტაირონ ელისი (35 წუთი, 14 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), ბუენო (13 ქ. 6 მ. 3 პ), მაილზი (12 ქ. 5 პ. 3 მ), კაკიუზისი (11 ქ. 5 მ).ბეგარ ლეონი: რ. ჰუზი (20 ქ. 8 მ), ტომპსონი (13 ქ. 13 მ).
კახასოლი: 5 მატჩი, 1:4, XIII ადგილი.
ტაირონ ელისი: 5 მატჩი (5 სასტრატოში), 13.4 ქულა, 2.6 მოხსნა, 2.4 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)

ვლადიმერ ბოისას “სპარტაკ-პრიმორიე” შინ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან, “ხიმკისთან” 51:75 დამარცხდა. ბოისა მოედანზე 24 წუთს იმყოფებოდა და ამ დროში ერთადერთი ქულა დააგროვა. მან 4 საჯარიმოდან 1 გამოიყენა და თამაშიდან სამივე სროლა გააფუჭა. ბოისას გუნდში ყველაზე შედეგიანი ჯოზეფ ბლერი იყო, რომელმაც 14 ქულით ჩაამთავრა შეხვედრა. გამარჯვებულ გუნდში 15 ქულა რუსეთის ნაკრების წევრმა, ვიტალი ფრიდზონმა დააგროვა.
სპარტაკ-პრიმორიე – ხიმკი 51:756:22, 19:19, 11:12, 15:22სპარტაკ-პრიმორიე: ბლერი (14 ქ), მაშკანცევი (10 ქ), ვლადიმერ ბოისა (24 წუთი, 1 ქულა, 6 მოხსნა).ხიმკი: ფრიდზონი (15 ქ), ლამპე (13 ქ. 8 მ), იუინგი ( ქ).
სპარტაკ-პრიმორიე: 5 მატჩი, 1:4, IX ადგილი. 
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.