ქართველი კადეტები საფრანგეთთან აგებენ

საქართველოს კადეტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ფრანგებთან 58:65 დამარცხდა. ჩვენი ნაკრები მატჩის მსვლელობისას რამდენჯერმე წინაც გავიდა, თუმცა საბოლოოდ, მაინც დამარცხდა.საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით ბექა ჩიკვილაძე იყო, შემდეგ მატჩში კი მიხეილ კობეშავიძის შეგირდები IX-XII ადგილებისთვის ნახევარფინალში, უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთი – საქართველო 65:5817:14, 15:13, 22:19, 11:12საქართველო: ჩიკვილაძე (19 ქ. 4 ჩ. 2 მ. 2 პ), თავართქილძე (11 ქ. 7 მ. 3 პ. 1 ჩ), იოსელიანი (10 ქ. 4 მ. 1 პ. 1 დ), ბაქრაძე (6 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ), დვალიშვილი (6 ქ. 5 მ. 3 დ), შენგელია (3 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ. 1 დ), ელანიძე (2 ქ. 2 მ. 2 ჩ), მაღლაკელიძე (1 ქ. 2 პ. 1 მ. 1 ჩ), ხეთაგური, ჭოხონელიძე, სულაბერიძე, ბოქოლიშვილი.
სატურნირო მდგომარეობა1. სერბეთი 5:02. ესპანეთი 4:13. საფრანგეთი 3:24. იტალია 2:35. საქართველო 1:46. ისრაელი 0:5
შემდეგი მატჩი28.07.2007. საქართველო – უკრაინა (IX-XII ადგილებისთვის)