ქართველი მსაჯები და კომისარი ჯამში ევროპის 10 ასაკობრივ ჩემპიონატს მოემსახურებიან

ქართველი მსაჯები და კომისარი ჯამში ევროპის 10 ასაკობრივ ჩემპიონატს მოემსახურებიან

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისთვის და კომისრისთვის ცხელი ზაფხული იწყება. ტრადიციულად, ფიბა-ს ლიცენზიის მქონე არბიტრები დატვირთულები არიან და გამონაკლისი არც მიმდინარე ზაფხულია. ფიბა-ს ორგანიზებით ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები ჩატარდება როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის, რომელთა 9 ტურნირს 3 ქართველი არბიტრი მოემსახურება, ხოლო ერთსაც – ფიბა-ს  ერთადერთი ქართველი კომისარი.

ყველაზე ადრე საქმიანობას მიხეილ ვართანოვი დაიწყებს, რომელიც 4-13 ივლისს 18 წლამდე გოგონათა B დივიზიონს მოემსახურება. ამის გარდა მიშას 18 წლამდე ვაჟთა B დივიზიონსა და 16-წლამდელთა A დივიზიონში მსაჯობა მოუწევს. ეს უკანასკნელი ტურნირი, მოგეხსენებათ, თბილისში გაიმართება.

3 ტურნირს ემსახურება კირილე თვაურიც და სწორედ ისაა ერთადერთი ჩვენიანი, რომელიც ამ ზაფხულს ორ A დივიზიონს მოემსახურება. ეს გახლავთ 18 წლამდე ვაჟთა და 16 წლამდე გოგონათა A დივიზიონები, შესაბამისად სერბეთსა და რუმინეთში. 

მარინა შალამბერიძეს სამივე ჯერზე თანასქესელთა ტურნირებზე მოუწევს მუშაობა – 16 და 18 წლამდე გოგონათა C და 20-წლამდელთა B დივიზიონები.

ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი წლევანდელი ასაკობრივი ჩემპიონატებიდან სერბეთში, 26 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილ 18 წლამდე ვაჟთა A დივიზიონში იმუშავებს.

———————————————————————————————————————————————————————

მიეილ ვართანოვი (მსაჯი)
ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი. 4-13 ივლისი. ალიტუსი,
ვილნიუსი (ლიეტუვა).
ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი. 25 ივლისი-3 აგვისტო. პიტეშტი
(რუმინეთი).
ევროპის 16-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ა დივიზიონი. 8-16 აგვისტო. თბილისი
(საქართველო).

კირილე თვაური (მსაჯი)
ევროპის 20-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი. 11-20 ივლისი. ერევანი
(სომხეთი).
ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ა დივიზიონი. 26 ივლისი-3 აგვისტო. ბელგრადი
(სერბეთი).
ევროპის 16-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ა დივიზიონი. 15-23 აგვისტო. პიტეშტი
(რუმინეთი).

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
ევროპის 16-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ც დივიზიონი. 8-13 ივლისი. პეია (კოსოვო).
ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ც დივიზიონი. 22-27 ივლისი. ანდორა ლა ველა
(ანდორა).
ევროპის 20-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი. 2-10 აგვისტო. მიშკოლცი
(უნგრეთი).

მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ა დივიზიონი. 26 ივლისი-3 აგვისტო. ბელგრადი
(სერბეთი).