ქართველმა 16–წლამდელებმა თურქული ტურნირი ფრანგული მარცხით დაიწყეს

ქართველმა 16–წლამდელებმა თურქული ტურნირი ფრანგული მარცხით დაიწყეს

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში დაიწყო წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი 16–წლამდელთა ნაკრებებს შორის, სადაც წამყვან ქვეყნებთან ერთად საქართველოც ასპარეზობს.
გია კაზანჯიანის დამოძღვრილმა ქართველმა 16–წლამდელებმა დღეს ჯგუიფის პირველი მატჩში ჩაატარეს საფრანგეთის მძლავრ ნაკრებთან და 51:89 წააგეს. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ბექა დარახველიძე გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 11 მოხსნა. ჩვენიანთაგან ათქულიანი ზღვარი სანდრო ბოლქვაძემაც დაძლია, რომელმაც 13 ქულა მოაგროვა.
ხვალ ქართველები ჩინეთთან ითამაშებენ, 7-ში – ირანთან, 8-ში – სლოვენიასთან, ხოლო 9-ში – ბულგარეთთან.
 
საფრანგეთი 89:51 საქართველო
[ 23 – 15] [ 18 – 8] | [ 20 – 18] [ 28 – 10]
 
საქართველო: ბოლქვაძე (13), ამირხანაშვილი, ლილუაშვილი (9), ჯაყელი, ქობალავა (2), აბულაძე (3), კ. ტომარაძე (6), დარახველიძე (18 ქულა, 11 მოხსნა), პულუზაშვილი, ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე
 

ბექა დარახველიძე