ქართველმა მსაჯმა და კომისარმა ქალთა ევროლიგისა და VTB ლიგის მატჩები გაინაწილეს

ქართველმა მსაჯმა და კომისარმა ქალთა ევროლიგისა და VTB ლიგის მატჩები გაინაწილეს

მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა იწყება, თუმცა ვი-თი-ბი ლიგა თამაშებს არ წყვეტს. ახლახან გამოქვეყნებულ ევროტურნირების მსაჯ-კომისართა დანიშვნებში ტრადიციულად ქართველებიც ფიგურირებენ.

ფიბა-ს არბიტრი მაკა კუპატაძე ქალთა ევროლიგის მატჩს იმსაჯებს თურქეთში, ხოლო კომისარ მერაბ რატიშვილს ევროპის გრანდის – მოსკოვის ცსკა-ს შეხვედრის მომსახურება მოუწევს ყაზახეთში, სადაც არმიული კლუბი ვი-თი-ბი ლიგის მატჩში “ასტანას” დაუპირისპირდება.

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

19 თებერვალი. ქალთა ევროლიგა. მერსინი (თურქეთი)

ჩუქუროვა (მერსინი, თურქეთი) – კასტორს ბრენი (ბელგია)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

10 თებერვალი. ვი-თი-ბი გაერთიანებული ლიგა. ნურ-სულთანი (ყაზახეთი)

ასტანა (ნურ-სულთანი, ყაზახეთი) – ცსკა (მოსკოვი, რუსეთი)