რადიო “ჯაკოს” გამოკითხვა – სუპერლიგის 2007-08 წლების რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე

დასრულდა სპორტული რადიო “ჯაკოს” გამოკითხვა, რომელმაც სუპერლიგის 2007-08 წლების რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 20 რესპოდენტმა, რომელთა შორის იყვნენ სუპერლიგის ექსვივე გუნდის მთავარი მწვრთნელები, თითო მოთამაშე და მასმედიის წარმომადგენლები.
როგორც მოსალოდნელი იყო, აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა “მაკაბისა” და საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა, რომელიც მანამდე რადიო “ჯაკოს” ვერსიით ჩატარებული გამოკითხვით 2007 წლის საუკეთესო მოთამაშედ, მოგვიანებით კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, სუპერლიგის პირველი ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შერმადინი ამ ეტაპზე ლას ვეგასშია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად დრაფტისთვის ემზადება.

I ადგილზე გასულს ენიჭებოდა 3 ქულა, მეორეზე – 2 ქულა, მესამეზე – 1 ქულა.
თბილავიამშენილევან მოსეშვილი (მთავარი მწვრთნელი): 1. გიორგი შერმადინი (მაკაბი), 2. კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), 3. გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი).
კოტე ტუღუში: 1. შერმადინი, 2. გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი), 3. იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).
თსუნუგზარ ჭეიშვილი (მთავარი მწვრთნელი): 1. შერმადინი, 2. გამყრელიძე, 3. რიჩარდ მათიაშვილი (თსუ-თბილავიამშენი).
დავით ბარბაქაძე: 1. შერმადინი, 2. ნიკოლაძე, 3. მიხეილ ფანჩულიძე (თსუ).
დინამოზაზა ცაგარეიშვილი (მთავარი მწვრთნელი): 1. შერმადინი, 2. ვიქტორ სანიკიძე (დინამო), 3. გამყრელიძე.
არჩილ ჟღენტი: 1. შერმადინი, 2. ნიკოლაძე, 3. გამყრელიძე.
   მაკაბიჯამლეტ ხუხაშვილი (მთავარი მწვრთნელი): 1. შერმადინი, 2. სანიკიძე, 3. ტუღუში.
სოსო შერმადინი: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. სანიკიძე.
ვითაზურაბ ტომარაძე (მთავარი მწვრთნელი): 1. შერმადინი, 2. გამყრელიძე, 3. მიხეილ  ბერიშვილი (ვითა).
ვლადიმერ ბეჟანიშვილი: 1. ტუღუში, 2. მ. ბერიშვილი. 3. გიორგი მარხვაშვილი (ვითა).
ენერჯი ინვესტიდავით უსტიაშვილი (მთავარი მწვრთნელი): 1. გამყრელიძე, 2. შერმადინი, 3. სანიკიძე.
რამაზ გოგობერიშვილი: 1. შერმადინი, 2. გამყრელიძე, 3. ტუღუში.
რადიო “ჯაკო” მერაბ მამალაშვილი: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. გამყრელიძე.
“ლელო” ვაჟა სიმონიშვილი: 1. შერმადინი, 2. დავით ბარბაქაძე (თსუ), 3. ნიკოლაძე.ზურაბ თალაკვაძე: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. გამყრელიძე.
“სარბიელი”ირაკლი პერტაია: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. სანიკიძე.
“საქართველოს რესპუბლიკა”გია პლატონიშვილი: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. გამყრელიძე.
I არხიდავით მინაშვილი: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. გამყრელიძე.
“ოლიმპი”დავით ჭელიძე: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. მ. ბერიშვილი.
I რადიოელენე ბილიხოძე: 1. შერმადინი, 2. ტუღუში, 3. გამყრელიძე.
გამოკითხვის საბოლოო შედეგები
1. გიორგი შერმადინი (მაკაბი) – 56 ქულა. 2. კოტე ტუღუში (თბილავიამშენი) – 23.3. გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი) – 17.4. ვიქტორ სანიკიძე (დინამო) – 7.5. მიხეილ ბერიშვილი (ვითა) – 4.6. დავით ბარბაქაძე (თბილავიამშენი-თსუ) – 2.7. გიორგი მარხვაშვილი (ვითა) – 1. 8. მიხეილ ფანჩულიძე (თსუ) – 1.9. რიჩარდ მათიაშვილი (თსუ-თბილავიამშენი) – 1.10. იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი) – 1.