რატიშვილი რიგაში იკომისრებს

რატიშვილი რიგაში იკომისრებს

მთელს მსოფლიოში ახლა ეროვნული ნაკრებების მატჩების დროა. თითქმის ყველა კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის თამაშები გაიმართება და ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, ევროპაზეა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. თუმცა მხოლოდ ჩვენი ეროვნული გუნდი არაააღნიშნული ტურნირის მატჩებში საქართველოს ოფიციალური პირი, მატჩის დელეგატიც წარმოადგენს.

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ფანჯრის საკმაოდ პრინციპულ მატჩს მოემსახურება. ფიბა-ს ტექნიკური დელეგატის რანგში ის 30 აგვისტოს რიგაში იმუშავებს, სადაც ისრაელის ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება.

შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, ისრაელის ნაკრები იძულებულია საშინაო მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაიტანოს და ეს გახლავთ სწორედ ლატვია, თუმცა ამ ჯერზე ლატვიის ნაკრები მასპინძელია, რადგან კალენდრით ისრაელის მასპინძლობა უწევს. 

30 აგვისტო. მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. რიგა (ლატვია).
ლატვია-ისრაელი