რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე

რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
ფიბა ევროპამ თავისი ტურნირების მატჩებზე მომსახურე პერსონალის დანიშვნები გამოაქვეყნა. ტრადიციისამებრ, ევროტურნირები ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის და ამჯერად საქმეში ორ მათგანს ვიხილავთ. 
 
არბიტრ მიხეილ ვართანოვსა და კომისარ მერაბ რატიშვილს ერთ დღეს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მოუწევთ მუშაობა. ვართანოვი მოემსახურება შეხვედრას, რომელიც რუმინეთის ქალაქ ორადეაში, ამავე სახელწოდების გუნდსა და თურქულ პეტკიმსფორს შორის გაიმართება. რაც შეეხება რატიშვილს, ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი საბერძნეთში იკომისრებს – სალონიკისა და გერმანული ბრაუნშვაიგის მატჩში. 
 
ორივე ტურნირი ფიბა ევროპის თასის გახლავთ.
 
მიხეილ ვართანოვი
19 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. ორადეა (რუმინეთი)
ორადეა (რუმინეთი) – პეტკიმსფორი (ალიაღა, თურქეთი)
 
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
19 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. სალონიკი (საბერძნეთი)
პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) – ბრაუნშვაიგი (გერმანია)