საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით „მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა “-ის განახლებული სისტემით ტარდება. თავდაპირველად ჩატარდება პირველი ეტაპი ( C კატეგორია), რომელიც ეხება მინი კალათბურთის და 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკას.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გასული წლის 1 დეკემბერს დაიწყო და 25-ამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწვრთნელი დარეგისტრირდა, რიგი მიზეზების გამო ყველა მსურველმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება. აღნიშნული გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისად, სარეგისტრაციო პორტალი კვლავ გაიხსნა და ის იმუშავებს 23 იანვრის ჩათვლით. მსურველებს ვთხოვთ, აღნიშნულ ვადაში დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ „მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამაში”.
აქვე შეგახსენებთ პროგრამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს:
აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა ყველა იმ მწვრთნელისთვის, რომელიც აქამდე არ არის C კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი და გამოჰყავს, ან აპირებს გამოიყვანოს გუნდი ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური არის 150 ლარი. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის პროგრამა უფასოა.
საჭირო საბუთების, რეკვიზიტებისა და სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას გაეცანით სარეგისტრაციო ბმულზე:
https://forms.gle/6U1DY25aureQu8GK9