რუსების დანაკლისი? ტიმოფეი მოზგოვმა ფეხი დაიზიანა

რუსების დანაკლისი? ტიმოფეი მოზგოვმა ფეხი დაიზიანა

რუსეთის ეროვნული ნაკრების ძირითადმა ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა ფეხის ტრავმა მიიღო. დღეს, გამთენიისას, “დენვერ ნაგეტსი” “ოკლაჰომას” შეხვდა, დენვერელთა რუსმა ცენტრმა სწორედ ამ შეხვედრაში დაიზიანა ფეხი.
სათამაშო ეპიზოდში მოზგოვს ოკლაჰომელი ნიკ კოლისონი შეეჯახა. რუს კალათბურთელს მარცხენა მუხლი დაუშავდა, ფეხი ამოიტრიალა და დახლოებით 1 წუთის მანძილზე იატაკიდან ვერ დგებოდა. მოგვიანებით ის მედპერსონალისა და თანაგუნდელების დახმარებით მოედნიდან გაიყვანეს.
მოზგოვს მუხლთან ერთად კოჭიც აქვს დაზიანებული. მას ექიმები დიაგნოზს ხვალ დაუსვამენ, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რამდენ ხანს მოუწევს რუსების იმედს დასვენება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 1 სექტემბერს ეთამაშება.