რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 9 მატჩს გამართავს

რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 9 მატჩს გამართავს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთმა მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო მატჩები დაგეგმა. დევიდ ბლატის გაწვრთნილი რუსები შეკრების პერიოდში 9 მატჩს გამართავენ.
 
რუსეტმა უკვე ჩაატარეს გაფართოვებული შეკრება, რომელშიც ნაკრების კანდიდატები გამოსცადეს. გენერალური შეკრება კი 18 ივლისს მოსკოვში დაიწყება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 24-31 ივლისს ნაკრები სლოვენიას ეწვევა და ფიზმომზადების კურსს გაივლის.
 

 
4-8 აგვისტოს რუსები კვიპროსულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც პოლონეთის, საბერძნეთისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ერთადერთი საკონტროლო მატჩი, რომელსაც რუსეთის ეროვნული გუნდი შინ გეგმავს, 10 აგვისტოს შედგება – მეტოქე ევრობასკეტის მასპინძელი ლიტვაა. 12 და 13 აგვისტოს ბლატის შეგირდები რიგაში ლატვიელებს გაეჯიბრებიან, 19 აგვისტოს კი ლიტვაში საპასუხო შეხვედრა შედგება.
 
რუსები შეკრების ბოლო ეტაპს ისრაეულში გაივლიან, რომლის დროსაც სლავები მასპინძელთა გარდა, პოლონეთის ეროვნულ გუნდსაც ეთამაშება. ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს, 31 აგვისტოს, რუსები ძალებს უკრაინასთან მოსინჯავენ, საქართველოს ეროვნულ გუნდთან შერკინება კი 1 სექტემბერს უწევთ.