რუსეთისა და ნიდერლანდების საკვალიფიკაციო მატჩს ქართველი დელეგატი მოემსახურება

რუსეთისა და ნიდერლანდების საკვალიფიკაციო მატჩს ქართველი დელეგატი მოემსახურება

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირთან დაკავშირებით ფიბა-მ უახლოეს დღეებში სანაკრებო ფანჯარა დააწესა. საქართველოს ნაკრებს 24 და 27 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება ჯერ თბილისში, შემდეგ – სკოპიეში. ფიბა-მ საკვალიფიკაციო მატჩების მომსახურე მსაჯები და კომისრები დაასახელა, რომელთა შორისაც 1 ქართველია. ქალაქ პერმში, 24 თებერვალს გასამართ მატჩს: რუსეთი – ნიდერლანდები – მერაბ რატიშვილი მოემსახურება. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი აღნიშნული შეხვედრის ტექნიკური დელეგატი იქნება.