რუსთაველებმა ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს

რუსთაველებმა ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს

რუსთაველები მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებლები არიან. დღეს მათ საფრთხე დაემუქრათ, თანაც ნახევარფინალური სერიის პირველივე მატჩში, თუმცა საბოლოოდ „ენერჯი–ინვესტმა“ მაინც მოახერხა გამარჯვება.

შარშან, როცა „ენერჯი–ინვესტი“ და „ავიამშენი“ ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, თბილისელებმა რუთავში სერიის პირველი მატჩი მოიგეს. „ავიატორები“ დღესაც ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ მათ ბოლო მომენტში არ გაუმართლათ. ირაკლი ბერიშვილის გამთანაბრებელი სამქულიანი რკალს მოხვდა, არადა, რომ ჩავარდნილიყო, ანგარიში თანაბრდებოდა და შეხვედრა დამატებით დროში გადადიოდა. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა – მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და არც იყო გასაკვირი, რომ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე ვერ გაირკვა. ლევან მოსეშვილის გუნდმა ბოლომდე სდია რუტაველებს. თბილისელები პირველივე წამებიდან აგებდნენ, მეტოქეს 10 ქულიტ ჩამორჩებოდნენ, მერე მოინდომებდნენ და სხვაობას მინიმუმამდე ამცირებდნენ. ის–ის იყო, რომ „ავიამშენს“ უნდა გადაესწრო, რუსტაველები სიჩქარეს მოუმატებდნენ და თვალის დახამხამებაში კვლავ სოლიდურად დაწინაურდებოდნენ.გიორგი გამყრელიძე მუდამ ჩასაფრებული იყო და არც სწრაფი შეტევის შანსს უშვებდა ხელიდან და არც სამქულიანის სროლას ერიდებოდა. გამოსდიოდა კიდეც და როცა მას კოტე ტუღუშიც წაეხმარა, „ენერჯი–ინვესტმა“ სისწრაფეში დაჯაბნა მეტოქე და ლიდერობასაც ამის ხარჯზე ინარჩუნებდა.„ავიამშენი“ კი უფრო დინჯად უტევდა – გამოცდილი ვახტანგ ნაცვლიშვილი ფარქვეშ ყველას ჩრდილავდა და მისი მარიფათით თბილისელებმა საქმე ბოლო წუთებამდე მიიყვანეს.თბილისელებმა პირველი ლიდერობა სირენამდე ხუთნახევარი ხუთით ადრე, დავით პირველაშვილის სამქულიანის შემდეგ მოიპოვეს – 78:77. ამის შემდეგ თამაში თანაბრად გაგრძელდა და ბოლო წუთებზე ისევ რუსთაველებმა იძალეს. ჟოლივეტ ტუჯანის კარგი დაცვისა და ტუღუშის აქტიური შეტევებით „ენერჯი–ინვესტმა“ ბოლოს 5–6–ქულიანი ლიდერობა დაიბევა, თუმცა „ავიატორებმა“ საქმე მაინც მიიყვანეს გამთანაბრებელ სროლამდე, მაგრამ…სერიის მომდევნო შეხვედრა 30 აპრილს, რუსთავში, 18 საათზე დაიწყება.