რუსთავში “მაკაბის” შანსი არ დაუტოვეს

რუსთავში “მაკაბის” შანსი არ დაუტოვეს

რუსთაველებმა ისე იოლად მოიგეს ნახევარფინალის პირველი მატჩის, რომ მათი გულშემატკივრები ალბათ უკვე ფინალზე ლაპარაკობენ. თბილისურმა „მაკაბიმ“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვემოქართლელებს.
რუსთავში გამართული შეხვედრის ბედი საწყის 5 წუთში გადაწყდა – ბადრი კიკვაძის გუნდმა თავიდანვე შტურმი მოუწყო მაკაბელებს და 23:1 დაწინაურდა. ასეთი ჩამორჩენის შემდეგ რომ თბილისელები ვერაფერს ვეღარ მოახერხებდნენ, ცხადი გახდა და ასეც მოხდა. თამაში ისე ჩამთავრდა, „მაკაბი“ 20 ქულაზე ახლოს არ მისულა რუსთაველებთან და საბოლოოდ 26 ქულით დამარცხდა.შესაშური შედეგიანობა გამოიჩინა რუსთაველმა ზურაბ მაჭავარიანმა, რომელმაც 33 ქულას მოუყარა თავი. ხოლო მალხაზ აბაიშვილმა 14 პასი მიითვალა და ერთით მიუახლოვდა მიმდინარე სეზონის თავისსავე რეკორდს.რუსთაველები 26 აპრილს თბილისში მეორედ შეხვდებიან „მაკაბის“ და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში უკვე გასულ „აკადემიას“ შეუწყვილდებიან.