საბა გიგიბერია ჯორჯია ტექ-თან ერთად ACC-ს ჩემპიონია

საბა გიგიბერია ჯორჯია ტექ-თან ერთად ACC-ს ჩემპიონია

ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია ACC-ს (ატლანტიკის სანაპიროს კონფერენცია) ჩემპიონია საბა გიგიბერია. მართალია, საბას თავის გუნდ ჯორჯია ტექ-ში თამაში იშვიათად უწევს, თუმცა ის კონფერენციის ჩემპიონის ტიტულის სრულუფლებიანი წევრია და მალე “მარტის სიგიჟეში”, ანუ NCAA-ის მთავარ ჩემპიონატშიც მოუწევს ასპარეზობა.

კონფერენციის ფინალი “გრინსბორო კოლიზეუმში” გაიმართა. ჯორჯიელთა მეტოქე ფლორიდა სტეიტი გახლდათ, რომელსაც 80:75 მოუგეს და ACC-ს ჩემპიონები გახდნენ. სამწუხაროდ, ჯორჯიელთა როტაციაში მხოლოდ 8 კალათბურთელი მოხვდა და ფინალში სათამაშო დრო ახალბედა ქართველ ცენტრს არ მისცემია.  

ჯორჯია ტექ “მარტის სიგიჟეში” 20 მარტს ჩაებმება და ინდიანაპოლისის ცნობილ “ჰინკლ ფილდჰაუსზე” ლოიოლა რამლერსის წინააღმდეგ ითამაშებს. გიგიბერიას გუნდი რეგიონში მე-9 ნომრად განთესეს, მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი ლოიოლა რამბლერსია. მატჩი 20 მარტს გაიმართება.