სადისციპლინო კომიტეტმა ბესიკ ლეჟავას ვერდიქტი გამოუტანა

2011 წლის 7 მაისს, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფის მეოთხედფინალის მესამე  მატჩში შსს-,,სოხუმი”, შსს-ს მოთამაშემ ბესიკ ლეჟავამ
მატჩის დამთავრებამდე 13,3 წამით ადრე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მატჩის არბიტრ მაკა კუპატაძეს.
 საქართველოს კალათბურთის  ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული  ინციდენტი და შსს-ს მოთამაშე ბესიკ  ლეჟავას მიეცა დისკვალიფიკაცია 2013  წლის 1  იანვრამდე.