საკალათბურთო სამყარო ფეხბურთელთა ნაკრებს წარმატებას უსურვებს!

საკალათბურთო სამყარო ფეხბურთელთა ნაკრებს წარმატებას უსურვებს!

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” უდიდესი მნიშვნელობის მატჩს გამართავს. რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საფეხბურთო სამყაროს უპირველესი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა იყო. ჩვენი ნაკრები მიზანთან ახლოს ისე არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიას ვხვდებით და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კოვიდ-პანდემიის გამო, ამ ისტორიულ მატჩს მაყურებლები ვერ დაესწრებიან, თუმცა მთელი საქართველო და მასთან ერთად საკალათბურთო სამყარო ერთი სურვილითაა განმსჭვალული და გვერდში უდგას ჩვენს ფეხბურთელებს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საკალათბურთო საზოგადოებასთან ერთად გულითადად ქომაგობს და წარმატებას უსურვებს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ამ უპრინციპულეს მატჩში.

გვჯერა, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები შეძლებს ჩრდილომაკედონიელების დამარცხებას და ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას!