სამკვირიანი ტრავმის შემდეგ შერმადინი მოედანს დაუბრუნდა

სამკვირიანი ტრავმის შემდეგ შერმადინი მოედანს დაუბრუნდა

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ლეგიონერი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ტრავმირებული თორნიკე შენგელიას შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გიორგი შერმადინიც. ორივე მათგანმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღეს ტრავმა და თავდაპირველად მათი სანაკრებო მატჩებამდე გამოჯანმრთელება სათუო იყო, თუმცა ჯერ შენგელია, ხოლო დღეს შერმადინიც დაუბრუნდა მოედანს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი შეზღუდული არ არის, ნაკრებს დაეხმაროს.

შერმადინი “ტენერიფეს” ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში დაუბრუნდა, თავისი ყოფილი კლუბის, “ანდორას” წინააღმდეგ მატჩში. მასპინძელი შერმადინის გუნდი იყო, რომელმაც შეხვედრა 79:70 მოიგო. შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და 3 ქულას 5 მოხსნა მიამატა. ტენერიფელთა საუკეთესო კალათბურთელი კაილ ვილტიერი იყო – 16 ქულა.

შერმადინის გუნდს 9 ტურის შემდეგ 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში სამ გუნდთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.