სანაძის 14 ქულა და გასვლითი გამარჯვება ომონიასთან

სანაძის 14 ქულა და გასვლითი გამარჯვება ომონიასთან

დუდა სანაძე მოედანს 14 ქულით და გამარჯვებით დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელი თავის კლუბს 4-მატჩიანი უიღბლო სერიის შეწყვეტაში დაეხმარა. ფამაგუსტას “ანორთოსისმა” სტუმრად “ომონია” 89:68 დაამარცხა, რაშიც ქართველი ლეგიონერის წილი სოლიდური გახლდათ. სანაძისთვის ეს გახლდათ პირველი მატჩი მას მერე, რაც 2 შეხვედრა გამოტოვა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. დუდამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამიანი კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად სანაძის ანგარიშზე 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი დაგროვდა. 27 ქულით ფამაგუსტელთაგან ბომბარდირი ლევი ბრედლი გახდა. 

6 მოგებითა და 8 მარცხით “ანორთოსისი” მე-7 ადგილზეა, 6 თებერვალს კი აპოლონს ხვდება. აღსანიშნავია, რომ სანაძეს წინა ორ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.