სანაკრებოს შემდეგ საკლუბო “ბაბლი”: რატიშვილი ქალთა ევროპის თასზე მიიწვიეს

სანაკრებოს შემდეგ საკლუბო “ბაბლი”: რატიშვილი ქალთა ევროპის თასზე მიიწვიეს

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარ-დელეგადი, მერაბ რატიშვილი, რომელსაც კოვიდ-რეგულაციებით საკალათბურთო მატჩების მომსახურების სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა, მივლინებულია მორიგ ეგრედწოდებულ, ამჯერად საკლუბო “ბაბლზე” სამუშაოდ.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ნოემბერში რატიშვილს ჯერ საბერძნეთში გამართულ ქალთა ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის “ბაბლის” პრინციპით გამართულ მატჩებზე მოუწია მთავარ დელეგატად მუშაობა, რის შემდეგაც იგივე სტატუსით ვაჟთა მომავალი ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის ჯგუფს მოემსახურა სლოვენიაში.

ფიბა-მ “ბაბლის” პრინციპი საკლუბო ტურნირებშიც დანერგა, რის გამოც დაგვიანებით იწყებს ქალთა ევროპის თასის საამსეზონო გათამაშებას. პირველად, ამ თასის ისტორიაში, ფიბამ თითოეულ ჯგუფს  დაუნიშნა  ფიბას თითო ტექნიკური დელეგატი, რომელთაც დაავალა “ბაბლის” სრული ხელმძღვანელობა როგორც სპორტულ, ასევე სატელევიზიო ოპერაციების, მედიის, მარკეტინგის და, რაც მთავარია, ანტი-კოვოდის საკითხებში.

ფიბას ევროპის ქალთა თასის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელშიც თურქეთის “ჰატაი” და “ადანა ბასკეტი”, აგრეთვე უნგრეთის “ცეგლედი” და რუსეთის “სპარტა ვიდნოე” იასპარეზებენ, თურქეთის ქალაქი ანტაკია 19-22 იანვარს უმასპინძლებს.  სწორედ ამ ჯგუფის “ბაბლის” რევიზიისა და მატჩების მოსამსახურებლად მიწვეულია მერაბ რატიშვილი