სანდრო სანაძის და გეგი ბაქრაძის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი ოვერტაიმში

სანდრო სანაძის და გეგი ბაქრაძის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი ოვერტაიმში

სანდრო სანაძისა და გეგი ბაქრაძის “ტამიში” სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “დინამიკს” სტუმრად შეხვდა და ოვერტაიმში – 85:92 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელებისთვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. ბაქრაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 35 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გეგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 12-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის სტუმართაა რიგებში მხოლოდ სერბ მარკო სინიკს ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ამ მხრივ მე-3 მაჩვენებელი (17) სანაძეს ჰქონდა, რომელმაც 23 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სანდრომ 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა ჰქონდა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ტამიშს 12 ტურის შემდეგ 4 მოგება აქვს და 16-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 დეკემბერს, შინ, კოლუბარასთან ჩაატარებს.