ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი მატჩი ვითიბი იგაში. „უნიკსის“ ქართველი ფორვარდი უკვე მეორე მატჩია, გამორჩეულ სატისტიკას აჩვენებს და ეს ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ამბავია.
სანიკიძემ თავი ამჯერად ტალინში – ადგილობრივ „კალევთან“ გამოიჩინა. ყაზანელებმა მასპინძლები 84:69 დაამარცხეს, ქართვეი ფორვარდი კი შედეგიანობით მხოლოდ კეიტ ლენგფორდს ჩამორჩა.
ვიქტორმა მთლიანობაში 25 წუთი ითამაშა და თავი 12 ქულას, 5 მოხსნას, 3 დაფარებას და 2 ჩაჭრას მოუყარა. სანიკიძემ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 1-ჯერ დაკარგა, ხოლო მასზე მეტოქეები 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ლენგფორდმა ყაზანელებს 24 ქულა შესძინა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.
9 მოგებითა და 4 მარცხით „უნიკსი“ ვითიბი ლიგის მე-4 საფეხურზე იმყოფება. მორიგ მატჩს ტურნირის ეგიდით ყაზანელები 17 იანვარს, სარატოვში „ავტოდორთან“ გამართავენ.