სანიკიძის კარგმა თამაშმა “სარაგოსას” ვერ უშველა

სანიკიძის კარგმა თამაშმა “სარაგოსას” ვერ უშველა

ვიქტორ სანიკიძემ ესპანეთის ჩემპიონატში გაიბრწყინა, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა “სარაგოსა” წაგებისგან ვერ იხსნა. არაგონულმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში “ლაბორალს” უმასპინძლა და ანგარიშით 75:88 დამარცხდა.
სანიკიძემ მოედანზე 28:51 წუთი გაატარა და არაგონელებს 16 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ვიქტორმა 8-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდენ. საქართველოს ნაკრების ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“სარაგოსას” პლეი ოფშ თამაში განაღდებული აქვს, თუმცა ამ წაგების შემდეგ სანიკიძის გუნდი მე-8ადგილამდე დაქვეითდა და მეოთხედფინალში რეგულარულის გამარჯვებულთან შეხვედრის არასახარბიელო პერსპექტივა აქვს.
ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 24-25 მაისს გაიმართება. “სარაგოსა” სტუმრად “მურსიას” შეხვდება, ხოლო ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” კატალონიაში “ბარსელონას” ესტუმრება.