საქართველო 2006 სანკტ პეტერბურგის გუნდთან დამარცხდა

საქართველო 2006 სანკტ პეტერბურგის გუნდთან დამარცხდა

საქართველო 2006-მა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე მატჩი სანკტ-პეტერბურგის “ადმირალტეისკაიასთან” გამართა და 17 ქულის სხვაობით – 45:62 (სტატისტიკა) დამარცხდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გუნდმა ტურნირში ასპარეზობა დღეს, რუსული გუნდის – “ცენტრალნაიას” დამარცხებით (85:28) დამარცხებით დაიწყო, თუმცა მეორე შეხვედრაში წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა.

“ადმირალტეისკაიასთან” წაგებულ მატჩში 18 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია. 8 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ აბულაძემ, ლუკა მუჯირიშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა.

“საქართველოს 2006” შემდეგ მატჩებს ხვალ, 26 ოქტომბერს გამართავს. ჩერქეზიშვილის გუნდი რუსულ “გლორიას” და ლატვიურ “სპარსს” დაუპირისპირდება.