საქართველო-ესტონეთის შეხვედრას არასრულწლოვანთა N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დაესწრნენ

საქართველო-ესტონეთის შეხვედრას არასრულწლოვანთა N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დაესწრნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით  საქართველო-ესტონეთის შეხვედრას არასრულწლოვანთა N11 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები დაესწრნენ. მატჩის დიდ შესვენებაზე მსჯავრდებულებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარიმო სროლების წამახალისებელ გათამაშებაში. გამარჯვებული ეროვნული ნაკრების პარტნიორმა  კომპანია “ტიფლისტექსმა” და კალათბურთის ფედერაციამ  სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა .  

საქართველო-ესტონეთის მატჩის დასრულების შემდეგ სტუმრებს  კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები შეხვდნენ.  მოთამაშეები არასრულწლოვან მჯავრდებულებს გაესაუბრნენ და საჩუქრად მაისურები და ხელმოწერილი ბურთები გადასცეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი. 

იუსტიციის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას,  მომავალშიც გაგრძელდება.