საქართველო-შვეიცარია (ანონსი)

საქართველო-შვეიცარია (ანონსი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები იწყებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.  ჩვენი ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შვეიცარიასთან 20 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გამართავს. ქართველ გულშემატკივრებს ეძლევათ შანსი, დაესწრონ შვეიცარიასთან მატჩს და მხარი დაუჭირონ ქართველ კალათბურთელებს. შესარჩევი ეტაპის განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა გულშემატკივრებს შეუძლიათ ონლაინ შემდეგ ბმულზე tkt.ge/basketball