საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოსა და თბილისის 16-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის მოსაგებად ბრძოლა დღეს მეოთხედფინალებიდან გაგრძელდა. აღნიშნულმა ტურნირმა ჯგუფური ეტაპის შემდეგ 8 საუკეთესო გამოავლინა, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს და ბრძოლა აღნიშნული ტურნირისთვის გააგრძელეს. ოლიმპიურ სასახლეში დღს 4 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომლებში გამარჯვებულმა გუნდებმა – აკადემიამ, ზაზა-1მა, ოვერტაიმმა და ჰიუნდაიმ ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს.

ნახევარფინალური მატჩები ხვალ, 19 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ნახევარფინალში ერთმანეთს აკადემია-ზაზა 1 და ოვერტაიმი-ჰიუნდაი შეხვდებიან. გთავაზობთ დღეს გამართული მატჩების შედეგებს, სტატისტიკასა და ფოტოკოლაჟს. 

ზაზა – ზაზა 2
სტატისტიკა: 119:55

აკადემია – ორბი
აკადემია: 97:18

დინამო – ოვერტაიმი
სტატისტიკა: 56:97

ჰიუნდაი – აკადემია 2
სტატისტიკა: 72:52