საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის მემორიალურ ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის მემორიალურ ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარებული საერთაშორისო მემორიალური ტურნირი, რომელიც ამ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტისა და სპორტის ასევე პირველი მინისტრის, ვლადიმერ რიჟეწნკოვის სახელობის გალდათ.

ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდლამდე ბელარუსის მეორე ნაკრები და აზერბაიჯანის 18-წლამდელთა ნაკრები დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად 16-წლამდელთა ნაკრებთან კი 53:77 (სტატისტიკა) ქულის სხვაობით დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

ინდივიდუალური პრიზების მფლობელები გახდნენ ჩვენი ნაკრების წევრები. საუკეთესო ფორვარდის პრიზი გოგიტა გოგიტა ბუკიამ დაისაკუთრა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ცენტრი ლუკა ბარბაქაძე გახდა. ბელარუსთან მატჩში ბუკიამ 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბარბაქაძემ – 4 ქულა და 8 მოხსნა.