საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატი “ორბმა” მოიგო

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატი “ორბმა” მოიგო

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ორბი და ბასტიონი შეხვდნენ. მატჩი ზვიად დიდბარიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ორბის კალათბურთელებმა ბასტიონს 15-ქულიანი უპირატესობით აჯობა – 78:63. მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ 19:19 დასრულდა, ზვიად დიდბარიძის გუნდი შესვენებაზე 6 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 40:34.

შეხვედრის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, ორბის გოგონებმა ბასტიონს 27:16 აჯობეს და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბასტიონმა ბოლო პერიოდი ორი ქულით მოიგო (13:11). ტურნირის MVP სალომე სვანი გახდა, სალომე სვანი იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშეც, რომელიც MVP-ის პრიზით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა. სალომემ ბასტიონს 23 ქულა ჩაუგდო, სალომეს ასევე 9 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა. ორბის მხრიდან 10 ქულიან ზღვარს ლიზი მოწყობილმა (19 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი), ანა კობახიძემ (14 ქულა, 7 მოხსნა), ეთო შონიამ (15 ქულა, 12 მოხსნა) გადააბიჯეს.

ზვიად დიდბარიძის გუნდმა ჩემპიონატში 8-დან 8 მატჩი მოიგო. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელს სალომე სვანს საშუალო მაჩვენებელი 22,0 ქულა და 11,7 მოხსნა ჰქონდა.