საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან წააგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან წააგო

წარუმატებლად დაიწყო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მეტოქე უკრაინასთან 27 ქულით წააგო. ჯგუფში ქართველებს უკრაინასთან ერთად შვედეთი, კოსოვო და აზერბაიჯანი ჰყავს, როლებსაც მომავალ დღეებში დაუპირისპირდება და თუკი მომდევნო ეტაპზე გასვლის ამბიცია აქვს, სავარაუდოდ ყველა მეტოქის დამარცხება დასჭირდება.

საქართველომ პირველი პერიოდი 11:25 წააგო, თუმცა მეორე ათწუთეულში თამაში გამოასწორა და ჩამორჩენაც შეამცირა. დიდი შესვენებისთვის უკრაინელთა ლიდერობა 9 ქულამდე შემცირდა, თუმცა მესამე პერიოდიდან სლავებმა კვლავ გააქტიურდნენ, უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ დროში ქართველები ამაზე ახლოს არ მიუშვია.

საბოლოოდ უკრაინამ საქართველო 82:55 (სტატისტიკა) დაამარცხა, რაც დიდწილად 4 კალათბურთელის: ალეკსანდრ კობჭინსკის (19 ქულა, 10 მოხსნა), ჰლებ ბატალსკის (17 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი), ვიტალი შიმანსკის (15 ქულა) და ბოგდან ბრინიუკის (15 ქულა) დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი ერთმა კალათბურთელმა დაძლია – გუგა ნაცვლიშვილმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო 9 ქულა გიორგი ოჩხიკიძემ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მორიგ შეხვედრას 8 ივლისს, კოსოვოსთან გამართავს. მატჩის პირდაპირი ეთერით ყურება შესაძლებელი იქნება ფიბა-ს იუთუბის არხზე.