საქართველოს 3×3 კაცთა და ქალთა ნაკრებები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში სლოვაკეთში ასპარეზობენ

საქართველოს 3×3 კაცთა და ქალთა ნაკრებები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში სლოვაკეთში ასპარეზობენ

3×3 კალათბურთში საქართველოს ქალთა და კაცთა ეროვნული ნაკრებები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში საასპარეზოდ ბრატისლავაში იმყოფებიან. სლოვაკეთის დედაქალაქი ევროპის თასის სამიდან ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს, რომლის მიზანიც ფინალური ეტაპისთვის მონაწილეების შერჩევაა.

ფინალური ეტაპი 5-7 სექტემბერს ისრაელის ქალაქ იერუსალიმში გაიმართება და მისთვის მონაწილეები ბრატისლავას, კონსტანცას (რუმინეთი) და ლიმასოლის (კვიპროსი) საკვალიფიკაციო ტურნირებში შეირჩევა. 

საქართველოს ქალთა და  კაცთა ნაკრებებს ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა სლოვაკეთის დედაქალაქში უწევთ. კაცთა საკვალიფიკაციოში ბრატისლავაში 12 გუნდია თავმოყრილი, რომელთაგან ფინალური ეტაპის საგზური 3 საუკეთესოს ერგება. 12 ნაკრები 4 ქვეჯგუფშია განაწილებული და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. შემდეგ გაიმართება მეოთხედფინალები და ნახევარფინალები. 

ნახევარფინალის გამარჯვებულებს ფინალური ეტაპის საგზურები ერგებათ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მესამე საგზურისთვის შეხვდებიან. 

საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩეხეთი და საბერძნეთია. ჩვენი ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია, ნიკა ჩეჩელაშვილი და ლევან გოგიჩიაშვილი იცავენ. საქართველო პირველ მატჩს ჩეხეთთან, თბილისის დროით 18:35 საათზე გამართავენ. მეორე შეხვედრა საბერძნეთთან 20:25 სათზე დაიწყება.

კაცთა ტურნირის ყველა ჯგუფი ასე გამოიყურება:

A – საფრანგეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
B – ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია
C – პოლონეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია
D – საბერძნეთი, ჩეხეთი, საქართველო


საქართველოს 3×3 ქალ კალათბურთელთა ნაკრებში ანა ქავთარაძე, კესო ბარბაქაძე, ეკატერინე წივწივაძე და თამარ პაპუაშვილი ასპარეზობენ. ქალთა ტურნირში 10 მონაწილეა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ:

A – პოლონეთი, ავსტრია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია
B – უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, თურქეთი, საქართველო

ფინალური ეტაპის საგზურებს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. მესამე საგზურისთვის კი ჯგუფებში მე-2 ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს დამატებით მატჩში შეხვდებიან.

საქართველოს 3×3 ქალ კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში 10 ივნისის მატჩები უკვე ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ორივე მეტოქესთან ერთნაირი ანგარიშით – 15:21 წააგო. პირველ მატჩში საკმაოდ ძლიერ ჩეხეთს ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისევე როგორც მომდევნო მეტოქე ლატვიას. 

საქართველოს ნაკრების დარჩენილი კალენდარი ასე გამოიყურება:

11 ივნისი
თურქეთი – საქართველო 14:15
საქართველო – უნგრეთი 18:55

ტურნირის მატჩები ერთ მოედანზე მიმდინარეობს და ყველა მატჩის ლაივ-ტრანსლაციის ნახვა აქ წარმოდგენილ Youtube-ის ბმულზე შეგიძლიათ: