საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება

 საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 20 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის. ქართველ გულშემატკივრებს ეძლევათ შანსი, დაესწრონ შვეიცარიასთან მატჩს და მხარი დაუჭირონ ქართველ კალათბურთელებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში და მათი შეძენა გულშემატკივრებს შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: ➡  tkt.ge.basketball 

აღსანიშნავია, რომ ილიას ზუროსს ეროვნულ ნაკრებში ასისტენტობას გაუწევენ ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. ბოისა სუპერლიგის “რუსთავის” მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი “ტიტების” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტებმა შვეიცარიასთან მომავალი მატჩის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, დიმიტრი ობოლაძის გადაცემაში ისაუბრეს. იხილეთ გადაცემის ბმული.