საქართველოს კადეტთა ნაკრებმა რუსეთთან წააგო

თურქეთში, საქარიას საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს კადეტთან ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა რუს თანატოლებთან 71:76 დათმო.
გელა წულაძის გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და ბოლოში, 12-ქულიანი ჩამორჩენა ორ ქულამდეც კი დაიყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა დაწყებულის ბოლმდე მიყვანა და მაინც დათმო მატჩი, რომელშიც ჩვენმა კადეტებმა საჯარიმოების მხოლოდ 44 პროცენტი (27-ში 12) გამოიყენეს.
შეხვედრის სტატისტიკას აქ იხილავთ.