საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ საარჩევნო ყრილობის თარიღი დაადგინა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ საარჩევნო ყრილობის თარიღი დაადგინა

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით დადგინდა 2021 წლის საერთო საარჩევნო კრების ჩატარების დრო და განისაზღვრა საერთო საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობა. საერთო საარჩევნო კრება გაიმართება 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში(მის:ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).

ფედერაციის წესდებით განისაზღვრა საერთო კრებაზე წარმოდგენილი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე დელეგატების ხმათა რაოდენობა შემდეგი თანაფარდობით:

  • სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბები – 30%.
  • რეგიონალური ფედერაციები – 30%.
  • საკალათბურთო სკოლები – 5%.
  • 3×3 საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%.
  • დაბალ ლიგებში მოასპარეზე კლუბები – 5%.
  • მსაჯთა კავშირი – 5%.
  • მწვრთნელთა კავშირი – 5%.
  • ვეტერანთა კავშირი (ფონდი) – 5%.
  • ქალთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%.
  • მოთამაშეთა საკალათბურთო ორგანიზაციები/გაერთიანებები – 5%.

ფედერაციის წესდების თანახმად საერთო კრებაზე წარმოსადგენ სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრობისათვის საჭირო კრიტერიუმები დაადგინა ფედერაციის გამგეობამ. გამგეობის წევრების მიერ განხილულ იქნა ხმის უფლების მქონე წევრების ჩამონათვალი და მათი ხმისათვის მისანიჭებელი პროცენტის ოდენობა, რომელიც დაფუძნებულია მათ საკალთბურთო აქტივობასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტურობაზე. წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:

სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. შ.პ.ს. საკალათბურთო კლუბი რუსთავი1991 (ს/კ 216413744) – 4%
  2. ააიპ საკალათბურთო კლუბი ცხუმ-აფხაზეთი (ს/კ 405151749) – 3%
  3. ააიპ საკალათბურთო კლუბი დინამო თბილისი (ს/კ 402112236) – 3%
  4. ააიპ საკალათბურთო კლუბი კაკტუსი (ს/კ 405072451) – 3%
  5. შ.პ.ს საკალათბურთო კლუბი ქუთაისი-2010 (ს/კ 412670435) – 3%
  6. ააიპ საკალათბურთო კლუბი ვერა (ს/კ 404569917) – 3%
  7. ააიპ საკალათბურთო კლუბი ოლიმპი-თბილისი (ს/კ 405392472) – 3%
  8. ააიპ საკალთბურთო კლუბი თსუ (ს/კ 405093820) – 3%
  9. ააიპ ტიტები (ს/კ 400190618) – 3%
  10. შპს საკალათბურთო კლუბი ბათუმი-2010 (ს/კ 445384691) – 1%
  11. ააიპ საკალათბურთო კლუბი მეგა (ს/კ 404569962) – 1%

რეგიონალური ფედერაციების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 30% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი (ს/კ 404984095) – 5%
  2. აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია (ს/კ 445425754) – 4%
  3. შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია (ს/კ418474653) – 4%
  4. ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 216402006) – 3%
  5. იმერეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 412690191) – 3%
  6. თბილისის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404982854) – 3%
  7. სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 415087738) – 2%
  8. კახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 431168648) – 2%
  9. გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 237098332) – 1%
  10. აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 404989410) – 1%
  11. სამცხე-ჯავახეთის კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 406203111) – 1%
  12. რაჭა-ლეჩხუმის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია (ს/კ 437978672) – 1%

საკალათბურთო სკოლების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 5% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. შპს საკალათბურთო კლუბი აკადემია (ს/კ 205293877) – 1%
  2. შპს ჰიუნდაის საკალათბურთო კლუბი (ს/კ 404887565) – 1%
  3. შპს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია (ს/კ 404500232) – 1%
  4. შპს საკალათბურთო კლუბი ორბი (ს/კ 400166271) – 1%
  5. ააიპ პროფესიული საკალათბურთო კლუბი მაქაბი (ს/კ 211393286) – 1%

დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხმებისათვის წესდებით დადგენილი 5% გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით:

  1. ააიპ მგზავრები-არმია (ს/კ 402004512) – 1%
  2. ააიპ საკალათბურთო კლუბი კავკასია (ს/კ 400254933) – 1%
  3. ააიპ საკალათბურთო კლუბი ზესტაფონი 2020 (ს/კ 400248610) – 1%
  4. ააიპ საკალათბურთო კლუბი არენა 76 (ს/კ 40508645) – 1%
  5. ააიპ თელავის საკალათბურთო კლუბი ბურჯი 2018 (ს/კ 431437260) –1%

 

  1. საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი (ს/კ 404982792) – 5%
  2. საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი (ს/კ 405000528) – 5%
  3. ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი (ს/კ 205251822) – 5%
  4. საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირი (ს/კ 405199841) – 5%
  5. საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია (ს/კ 404455843) –5%
  6. საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაცია (ს/კ 402081581) – 5%

ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 1 დეკემბერი ღამის 12:00 საათი.  ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი წარმოდგენილ უნდა იქნას სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის მიერ და მას უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება.