საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის პრეს-რელიზი

“მე განვაცხადე თანხმობა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და მჯერა, რომ ეს ახალი გამოწვევა იქნება. დიდხანს არ მიფიქრია, იმაზე, დავთანხმებულიყავი თუ არა ამ შემოთავაზებაზე, რადგან ვიცი თუ რამდენს ელის ეროვნული გუნდისგან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების გულშემატკივრები.
ვიცი, რომ საქართველოში ბევრს გული დაწყდა ნაკრების შესარჩევ ციკლში წარუმატებლობისა და ერთი დივიზიონით მაღლა ვერასვლის გამო. ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანაა. ნაკრების ბევრი მოთამაშე ევროპის სახვადსხვა კლუბებსა და ამერიკაში გამოდის, რამაც მათ შესახებ სავსებით საკმარისი წარმოდგენა შემაქმნევინა. ჩემი აზრით, გუნდური სულისკვეთება და ნაკრების თითოეული მოთამაშის საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა – ნაკრებში და მის ირგვლივ დადებითი ატმოსფერო შევქმნა.

იგორ კოკოშკოვი (მარჯვნივ) და ჟელკო ობრადოვიჩი
ჩემს საქმეა, შევარჩიო საუკეთესო მოთამაშეები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში თამაშის დიდი სურვილი ექნებათ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ახალ სამუშაოსთან მიმართებაშიც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი სამუშაო მიმართულებით წინსვლა საქართველოს ეროვნულ გუნდს სექტემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საუკეთესოდ მოამზადებს.
მსურს, მადლობა გადავუხადო, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბესიკ ლიპარტელიანს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მსურს გადავუხადო მადლობა “დეტროიტის” პრეზიდენტს, ჯო დუმარსს, რომელმაც ახალ თანამდებობაზე მუშაობის დრო და საშუალება გამომინახა.”
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.