სასტარტო ბითაძემ სათადარიგო კარტერს აჯობა | 13 ქულა, 7 მოხსნა და ასპროცენტიანი სიზუსტე

სასტარტო ბითაძემ სათადარიგო კარტერს აჯობა | 13 ქულა, 7 მოხსნა და ასპროცენტიანი სიზუსტე

ორლანდო მეჯიქის სასტარტო ხუთეულში დაბრუნებული გოგა ბითაძე ჩვეული შედეგიანობით ათამაშდა. 1 კვირის წინ ვენდელ კარტერის ტრავმის გამო ქართველი ცენტრი სასტარტოში დააბრუნეს, თუმცა ყველაზე კარგი ამბავი გასულ მატჩში მოხდა, როცა კარტერი სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ ძირითადში მაინც გოგა ბითაძე დააყენეს.

ეს მოხდა დღეს, გამთენიისას, როცა ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 115:121 დამარცხდა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ბითაძემ 26 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. განსაკუთრებით კარგია, რომ გოგამ 13 ქულა ისე მოაგროვა, ბურთი არ აუცილებია. ბითაძემ 6-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 

რაც შეეხება კარტერს, ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბითაძემ მას 2 ძირითად კომპონენტში – ქულებსა და მოხსნებში მნიშვნელოვნად აჯობა. საუკეთესო შედეგი კი პაოლო ბანჯერომ დააფიქსირა – 27 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი.

ნბა-ში მოთამაშე მეორე ქართველმაც ითამაშა, თუმცა სანდრო მამუკელაშვილს გრეგ პოპოვიჩმა მცირე სათამაშო დრო დაუთმო. სან ანტონიომ მემფის გრიზლისს შეხვდა და 98:106 წააგო. ქართველი ფორვარდი მოედანზე 2:03 წუთით გამოჩნდა და 1 სამქულიანი ჩააგდო.