შარაბიძე უნგრულ “კიორმენდში” აღარ ითამაშებს

შარაბიძე უნგრულ “კიორმენდში” აღარ ითამაშებს

უნგრული „კიორმენდის“ და გიორგი შარაბიძის გზები გაიყარა. კონტრაქტის თანახმად, შარაბიძეს ჰქონდა მიცემული გამოსაცდელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა გადაეწყვიტა, დაიტოვებდა თუ არა ქართველ ცენტრს.
„კიორმენდის“ ხელმძღვანელობამ ქართველი ცენტრის შემცველიც მონახა – ბრიტანელი რაიან რიჩარდსი, რომელიც 3 წლის წინ, მცირე ხნით, საქართველოს სუპერლიგის კლუბ „სოხუმში“ თამაშობდა.
რაც შეეხება შარაბიძეს, მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია.