შენგელია განაცხადში შეიყვანეს – “ჩიკაგომ” კლივლენდში იმარჯვა

დღეს, გამთენიისას, “ჩიკაგო ბულსმა” კლივლენდში ადგილობრივი “კავალერსი” 98:87 დაამარცხა, თუმცა “ხარების” ქართელ ფორვარდს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
თორნიკე შენგელიასთვის ეს იყო პირველი მატჩი, როცა “ჩიკაგოს” განაცხადში იმყოფებოდა. ქართელი ფორვარდი 12-კაციან განაცხადში შეიყვანეს, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. შენგელია სამშაბათს შეუერთდა ახალ გუნდს და პირველივე მატჩში რომ არ ათამაშებდნენ, ცხადი იყო. ნბა-ში დამკვიდრებული დაუწერელი კანონით, გუნდში ახალმისული მოთამაშე პირველ მატჩში მონაწილეობას არ იღბს.
ჩიკაგოელებმა 21-ე გამარჯვება მოიპოვეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში “ტორონტოსთან” 4-5 ადგილებს იყოფენ. მომდევნომატჩს “ბულსი” შინ, 24იანვარს, “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” გამართავს.