შენგელია მოედანს 11 ქულით და გამარჯვებით დაუბრუნდა

შენგელია მოედანს 11 ქულით და გამარჯვებით დაუბრუნდა

ვარჯიშზე თვალის დაზიანების გამო თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს 2 მატჩი გამოტოვა და ევროლიგის მორიგ ტურში, “პანათინაიკოსთან” მატჩში დაბრუნდა. არმიელებმა ბერძნული კლუბი მოსკოვში მიიღეს და 93:86 დაამარცხეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 27:29 წუთში გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა. მის ანგარიშზეა 1 ჩაჭრაც და 3 დაკარგვა. 19 ქულა ჩააგდო ლინდბერგმა, 18 კლაიბერნმა, 15 – ფოიტმანმა. 

ცსკა-ს 34 მატჩში 24 გამარჯვება აქვს და მე-2 პოზიციაზეა, შენგელიას გუნდი მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება, რომელსაც ამდენივე გამარჯვება აქვს მოპოვებული.