ევროლიგის 27-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ თელ ავივში “მაკაბი” დაამარცხა. არმიელთა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 21 წუთი გაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა უბრუნდება.
მატჩი ცსკა-სთვის იოლად დაიწყო და რთულ ბრძოლაში დასრულდა. არმიელებმა პირველი და მეორე პერიოდები დამაჯერებლად მოიგეს, 18 ქულით დაწინაურდნენ და დიდ შესვენებაზე გულდამშვიდებულნი გავიდნენ. მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მეტი დრო რომ ჰქონოდათ, შეიძლება ემარჯვათ კიდეც. საბოლოოდ ცსკა-მ შეინარჩუნა მოპოვებული ლიდერობა და 84:80 იმარჯვა.
შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. არმიელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო უილ კლაიბერნი, ხოლო მაკაბელთაგან 14 ქულითა და 10 მოხსნით ოტელო ჰანტერი გამოირჩა.
მოსკოვის ცსკა-ს 26 მატჩიდან 16 მოგება აქვს და მე-2 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდს მხოლოდ ბარსელონა უსწრებს 17 გამარჰვებით. 4 მარტს ცსკა თურქეთში ეფესს ესტუმრება.