შენგელიამ ბასკონიას გასვლით მატჩში ულიდერა

შენგელიამ ბასკონიას გასვლით მატჩში ულიდერა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით სტუმრად “ესტუდიანტესი” დაამარცხა. ევროლიგაზე წარუმატებლად მოასპარეზე ბასკონიელებმა შური ესპანეთის ლიგის ბინადარზე იძია, რომელიც 100:67 დაამარცხა. 

ენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 23:18 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მოედანზე 17:53 წუთი გაატარა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მეტმა სამივე ორქულიანი ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.

“ბასკონია” სატურნირო ცხრილში მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 4 ნოემბერს შინ “ვალენსიასთან” გამართავს.