თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია 2022 წლამდე ესპანური “ბასკონიას” ღირსებას დაიცავს.

ასეთი ინფორმაცია ორი კვირის წინათაც გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად აქამდე არც ქართულ მხარეს და არც კლუბ “ბასკონიას” დაუდასტურებია. 19 აგვისტოს კი ბასკური კლუბის ოფიციალურ საიტზე თორნიკეს გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია გამოქვეყნდა:

 “შენგელია ვიტორიაში 2022 წლამდე ითამაშებს. მან გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვით იგი ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იქნება.

ხელშეკრულებაში საინტერესო ოფციაა: არც ერთ ევროპულ გუნდს არ აქვს კალათბურთელის გადაყვანის შანსი. ხოლო თუ შენგელიას გადაბირებას NBA-ს კლუბი მოისურვებს, ოკეანისგაღმელებს “ბასკონიას” ხელმძღვანელობასთან დალაპარაკების და გარკვეულ თანხად კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვთ.”
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეგაკონტრაქტის გაფორმებით შენგელიას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გადასვლას ტაბუ არ დადებია. ძალიანაც კარგი, არაერთხელ დაგვიწერია, რომ იგი NBA-ს ეკუთვნის.

ქართველი ფორვარდი “ბასკონიაში” გასულ სეზონში ევროლიგაზე საშუალოდ 13.7 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.2 პასს აგროვებდა.