შენგელიამ ევროლიგა 12 ქულით და გამარჯვებით გახსნა

შენგელიამ ევროლიგა 12 ქულით და გამარჯვებით გახსნა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია კიროლბეტი” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩაება. ევროლიგის პირველი ტურის მატჩი ბასკონიელებმა კაუნასში, “ჟალგირისთან” გამართეს და ლიტვური გრანდი 87:79 დაამარცხეს.

თორნიკე შენგელიაც და მეტ ჯენინგიც სასტარტო ხუთეულში იყვნენ. 27:54 წუთში შენგელიას მონაგარი 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მან 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება ჯენინგს, მან 25:28 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტმა 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
სტუმრებს დიდი სარგებელი მოუტანა ჯეისონ გრეინჯერმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, შევონ შილდსმა 14 ქულა მიითვალა, მარსელიონიო უერტასმა კი – 11. “ჟალგირისის” მხრიდან საუკეთესო ნეიტ ვოლტერსმა 19 ქულა მოაგროვა.
“ბასკონიას” მომდევნო მატჩი 17 ოქტომბერს ელის, როდესაც პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.